ხშირად დასმული კითხვები

ტრანსფერის დაჯავშნა შესაძლებელია მაქსიმუმ 3 თვით ადრე, მინიმუმ 2 დღით ადრე.

ტრანსფერის დაჯავშნა მარტივია, გთხოვთ შეავსეთ მარტივი კითხვარი და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით დეტალებზე შესათანხმებლად. თქვენ ასევე შეგიძლიათ მოგვწეროთ აქვე თქვენი ნომერი და ჩვენ თავად დაგიკავშირდებით WhatsApp ის საშუალებით.

პრაღის აეროპორტიდან ტრანსფერის ღირებულება დამოკიდებულია, ლოკაციაზე და მგზავრთა რაოდენობაზე. პრაღის ტერიტორიაზე, ფასები მერყეობს:

  • სედანი: 50 ევრო [ 4 მგზავრი მაქსიმუმ ]
  • მინივენი: - 60 ევრო [ 8 მგზავრი ]
  • ავტობუსი:150ევრო [ 20 მგზავრი ]

რაც შეეხება ტრანსფერს პრაღის აეროპორტიდან, ჩეხეთის სხვა ცქალაქების, გერმიანიის, ავსტრიისა ან სხვა ქვეყნის მიმართულებით, ფასი შეთანხმებადია.

ტრანსფერის დაჯავშნის დროს, სრული თანხის გადახდა სავალდებულო არ არის. თუმცა, იმისთვის რომ ჯავშანი აქტიური იყოს, დეტალების შეთანხმების შემდეგ, თქვენ უნდა ჩარიცხოთ მინიმუმ 10 ევრო, რომელიც ტრანსფერის გაუქმების შემთხვევაში დაბრუნებადი არ არის.

დიახ, რა თქმა უნდა. ამისთვის, თქვენ მხოლოდ შეგვატყობინეთ WhatsApp ის მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ რეისი გაუქმდა - თქვენს მიერ გადახდილი ავანსი, უკან დაგიბრუნდებათ. თუ რეისი გადაიდო ან/და თქვენ გადაწყვიტეთ რომ იმგზავროთ სხვა რეისით, ჯავშანი აქტიური რჩება რეისის თარიღზე.

აეროპორტში ლოდინის დროს, მაშინ როდესაც მგზავრი ჯერ კიდევ იმყოფება თვითმფრინავში და მასთან დაკავშირება შესაძლებელი არ არის, აეროპორტის ადმინისტრაციის მხრიდან, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია რეისის დაგვიანებასთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევაში, დალოდება შესაძლებელია განუსაზღვრელი დროით, მანამ სანამ რეისი მშვიდობიანად არ დასრულდება.

თვითმფრინავის დაჯდომის მომენტიდან, ჩვენი ლოდინის დრო განისაზღვრება მაქსიმუმ 90 წუთით

ჩვენი ავტოპარკი დაკომპლექტებულია ტექნიკურად სრულად გამართული, პრემიუმ ხარისხის ავტომობილებით, როგორიცაა: სედანი, მინივენი, სპრინტერი, ავტობუსი.

ავტომობილში დაგხვდებათ წყალი, სნექი და მოგემსახურებათ გამოცდილი, ქართველი მძღოლი.

ჩვენ შეგვიძლია მოვემსახუროთ როგორც ინდივიდუალურად მგზავრებს, ასევე ჯგუფურ ტურებს, ნებისმიერი მიმართულებით მოკლე ან/და გრძელ დისტანციაზე.

დიახ, რა თქმა უნდა. პრაღის ტერიტორიაზე მისამართის ცვლილება არ იწვევს ტარიფის ცვლილებას. თუმცა, თუ მისამართი ცდება პრაღას, ფასის გამოითვლება ახალი მისამართის მიხედვით.

გადახდა შესაძლებელია ნაღდი, ან უნაღდო ანგარიშსწორებით. წინასწარი ტრანსფერის ჯავშნის დრო, გთხოვთ გამოიყენეთ შემდეგი რეკვიზიტები:

  • მიმღების დასახელება: ___
  • მიმღები ბანკის დასახელება: ____
  • ანგარიშის ნომერი:___
  • დანიშნულება: კლიენტის სახელი და გვარი, რეისის ნომერი.

დიახ რა თქმა უნდა, ჩვენი კომპანია გარდა ტრანსფერის სერვისისა, მომხმარებლებს სთავაზობს ქალაქის შიდა ტურებს, გამოცდილი გიდითა და სრული სერვისით.

სერვისის ღირებულება განისაზღვრება დამკვეთის სპეციფიური მოთხოვნიდან გამომდინარე. დეტალური ინფორმაცია ტურების შესახებ, იხილეთ ჩვენს ვებ გვერდზე.

გარდა, კომორტული ავტომობილებისა, გამოცდილი მძღოლისა და მისაღები ტარიფებისა, ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას და ინდივიდუალურ მიდგომას. მაგ:

  • როდესაც პირველად სტუმრობთ ქალაქს, ჩვენი მძღოლი მოგცემთ საჭირო რჩევებს: სად აიღოთ სიმ ბარათი, სად შეიძინოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთი, სად გადაცვალოთ თანხა მისაღები კურსით და ა.შ.
  • სასტუმროდან გამოსვლის დროს ან/და აპარტამენტში დარჩენის შემთხვევაში, როგორც წესი - სასტუმრო ბარგს არ იტოვებს. ჩვენ შეგვიძლია უსაფრთხოდ შევინახოთ თქვენი ბარგი - ფრენამდე.
  • საჭიროების შემთხვევასი გაგიწევთ აუცილებელ, სამედიცინო დახმარებას;
  • 24/7 ზე კავშირს. რაც გაძლევთ კომფორტს და სიმშვიდეს. უცხო ქალაქში, თავს ისე იგრძნობთ როგორც სამშობლოში.